ახალი ამბები
"ფასადების რეაბილიტაციის დროს აივანი უწესრიგოდ დატოვეს" - ქუთაისის მცხოვრების პრეტენზია სამშენებლო კომპანიას
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩის #41 -ში მცხოვრები თამარ ჩინჩალაძე, სამშენებლო კომპანიას GDS company უჩივის.

მას სამშენებლო კომპანიასთან პრეტენზია უწესრიგოდ დატოვებული აივნის გამო აქვს.

"ფასადების რეაბილიტაციის დროს აივანზე "შიფერები" უწესრიგოდ დატოვეს, რის გამოც სარეცხსაც ვეღარ ვფენთ. თვეებია ვურეკავ კომპანიის წარმომადგენლებს და ყურადღებას არ მაქცევენ", - აცხადებს თამარ ჩინჩალაძე.

კომპანიაში კი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ირწმუნებიან, რომ მოქალაქის პრეტენზიის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ქონდათ.

"პიველად ახლა თქვენგან მესმის მსგავსი ფაქტი. დავურეკავ სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელს და გავარკვევთ რა ხდება. თუ ნამდვილად ჩვენი ბრალეულობაა, რა თქმა უნდა, აივანს მოვასეწრიგებთ", - ამბობს კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე გეჯაძე.

შპს GDS company- თბილისური კომპანიაა. ორგანიზაციამ ქუთაისში მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად, გასულ წელს აღმაშენებლის გამზირზე 17 ობიექტის ფასადის რეკონსტრუქცია 562 869 ლარად განახორციელა.

კომპანიასთან პრეტენზიები აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუშებსაც ჰქონდათ. ისინი კუთვნილ ხელფასს ითხოვდნენ.


Print