ახალი ამბები
ვირტუალური ტური იმერეთში – პრეზენტაცია წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოში, ახალგაზრდების ინიციატივით, სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც ვიდეორგოლის "ვირტუალური ტური იმერეთში" პრეზენტაცია გაიმართა.

დრონით გადაღებულ 360 გრადუსიან სადემონსტრაციო ვიდეორგოლში წყალტუბოს ტერიტორიების ღირსშესანიშნავი ადგილებია ასახული.

მისი ნახვა სპეციალური სათვალითაა შესაძლებელი.

"ვირტუალური ტური იმერეთში" მიმდინარე წელს ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში მომზადდა. ის ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 25 000 ლარით დააფინანსა.

ვირტუალური ტურების სტენდი ტურისტებისთვის ქუთაისის აეროპორტში მოეწყობა.

წყალტუბოს სოციალური კაფე ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც.

ინიციატორების განმარტებით, ადგილობრივ სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, სადაც მოსწავლეების მიერ შერჩეულ თემებზე სოციალურ კაფეში შეხვედრები მოეწყობა, შემოსული თანხა კი მთლიანად სოციალურ აქტივოებებს მოხმარდება.







Print