ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტი 1000 სტუდენტისთვის წვეულებას აწყობს
FaceBook

"Wellcom Party" რესტორან "ქალაქურში" მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაიმართება.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, წვეულებას აწყობს.

"Wellcom Party" რესტორან "ქალაქურში" მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაიმართება, სადაც სტუდენტების განწყობაზე ჯგუფი "რეგიონი" და "ზეგ" იზრუნებს.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინფორმაციით, წვეულებაში მონაწილეობა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.

სტუდენტებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაცია სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში, #1130 აუდიტორიაში გაიარონ.

"Wellcom Party"-ში მონაწილეობა მხოლოდ 1000 სტუდენტს შეუძლია.

რა თანხები დაიხარჯება რესტორან ქალაქურში წვეულების მოსაწყობად, ამის შესახებ სტუდენტურ თვითმმართველობაში არ საუბრობენ.

 



 

Print