ახალი ამბები
ზვარეში გაფიცულ მუშებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაწევს
FaceBook
მიმდინარე წლის 20 სექტემბერს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება.

უწყებაში ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ გაფიცულ მუშებსა და დამსაქმებელ კომპანიას "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო", შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

ჯანდაცვის სამინისტრო მხარეებს მედიაციას სთავაზობს.


ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობები გააპროტესტეს და მათი გაუმჯობესები მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს.

"მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, დამსაქმებელი უხეშად ექცევათ. დასვენების დღეები არ გააჩნიათ, კომპანია ბიულეტენს არ აღიარებს. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ. კვირაში შვიდი დღის განმავლობაში მუშაობენ. მხოლოდ ახალ წელს და აღდგომას ასვენებენ თითო-თითო დღით, "- განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის უფროსმა, პაატა ნინუამ.

ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მხარეებს შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო.

"ცუდია რომ საქმე გაფიცვამდე მივიდა, თუმცა გაფიცვამ გარკვეულწილად დააჩქარა მოლაპარაკებების საკითხი. კომპანიამაც იგრძნო რომ მოლაპრაკებაზე უნდა წავიდეს. ორივე მხარის ინტერესშია დროულად მოგვარდეს პრობლემა და სამუშაო რეჟიმი აღდგეს, თანაც ისე რომ არ დაზარალდეს არც ერთი ხმარის ინტერესი", - აღნიშნავს ლევან ჟორჟოლიანი.

ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიფიცნენ.



Print