ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით 9 სტუდენტი ისწავლის
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

მიმდინარე წელს უნივერსიტეტში 1 706 აბიტურიენტი ჩაირიცა, მათ შორის 100 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში 100%-იანი დაფინანსებით 9 სტუდენტი ისწავლის, რომელთაც უნივესიტეტმა, პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ქალაქის თვითმმართველობამ ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ახალი სასწავლო წელი სიახლეებით იწყება.

"უახლოეს მომავალში დაიწყება საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების სწავლის ხარისხის ამაღლებას. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით სტუდენტებს კარგი გარემო შევუქმნათ," - განაცხადა გიორგი ღავთაძემ.

სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება მიულოცეს.

"განსაკუთრებით ვულოცავ პირველკურსელებს. მნიშვლელოვანია მათ სწორად ჰქონდეთ არჩეული საკუთარი პროფესია, რადგან დღეს შრომით ბაზარზე დიდი კონკურენცია არის," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.


Print