ახალი ამბები
ევროკავშირის ქვეყნებში Wi-Fi უფასო იქნება
FaceBook
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა ქალაქსა და სოფელში მოსახლეობა უფასო უსადენო ინტერნეტით ისარგებლებს.

ამ მიზნით ევროკავშირის კომისიამ 120 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

მოსახლეობის უსადენო ინტერნეტი მაღალი ხარისხით უნდა მიეწოდოს.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ პროექტის რატიფიკაციის შემთხვევაში, გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი მომავალი წლის ბოლოდან გახდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირში ასევე სრულად გაუქმდება როუმინგი, 2025 წლიდან კი 5G ინტერნეტი ევროკავშირის ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.
Print