ახალი ამბები
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ფილმის პრემიერა გაიმართა
FaceBook
"ქუთაისის ბოტანიკური ბაღი სავარდოდ და სამაისოდ ეპატიჟება კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს მეგობრებთან ერთად"- ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

პრემირებულ ფილმში ის შეხვედრაა ასახული რომელიც ბოტანიკურმა ბაღმა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს მოუწყო. ფილმში მესხიშვილისა და ქუთაისის ოპერის თეატრების მსახიობებიც იღებენ მონაწილეობას.

სურათი გრიშა ჩიგოგიძემ გადაიღო. როგორც პრემიერაზე დააზუსტეს, სამოყვარულო კამერით.

"ფილმი იმ საღამოზეა, რომელიც ბოტანიკურმა ბაღმა მომიწყო. ეს არ არის პროფესიონალურად გადაღებული ფილმი, მაგრამ ეს იქნება სახსოვარი იმ შეხვედრისა და ქუთაისისა სადაც ყოველთვის მომიხარია ,რადგან მუდამ დიდი სითბო და სიყვარული მხვდება", - აღნიშნა მარიკა კვალიაშვილმა.

ფილმის პრემიერა ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა
Print