ახალი ამბები
111 წლის მოქალაქეს ამომრჩევლის ბარათი ცესკოს თავმჯდომარემ გადასცა
FaceBook
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ხანდაზმული ამომრჩეველი, 111 წლის ოლა პაპიაშვილს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი პირადად გადასცა.

ამ დროისთის საქართველოს მასშტაბით 100 წლის ზემოთ ასაკის 431 ამომრჩეველი ფიქსირდება.

ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება საარჩევნო ადმინისტრაციამ 2016 წლის 8 სექტემბრიდან დაიწყო, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საარჩევნო ბარათების დარიგება კი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.
მისი საშუალებით ამომრჩეველი მიიღებს შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის თუ რომელ საარჩევნო უბანზე უნდა მივიდეს 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე.


Print