ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში იაკობ მარის მემორიალური დაფა გაიხსნა
FaceBook
იაკობ მარის მემორიალური დაფა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში იმ შენობის ფასადზე მოეწყო, სადაც ის ცხოვრობდა.

ქალაქის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში, ცნობილი ენათმეცნიერის ნიკო მარის მამის, იაკობ მარის ხელმძღვანელობით გაშენდა.

იაკობ მარი, ასევე ბევრი კულტურის, მათ შორის საქართველოში ჩაის ერთ-ერთ შემომტანად ითვლება.

მემორიალური დაფა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თემურ ჩეჩელაშვილმა და კომპოზიტორმა, მარიკა კვალიაშვილმა გახსნეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ცნობილი ადამიანებისა და მოღვაწეების პატივგება. სასიხარულოა, რომ ეს დაფა გაიხსნა ბოტანიკურ ბაღში", -აღნიშნა მარიკა კვალიაშვილმა.

მემორიალური დაფის მოწყობას ორგანიზება ააიპ ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა გაუწია.

Print