ახალი ამბები
კამპანიის "დავასუფთავოთ დედამიწა" ფარგლებში ქუთაისში სკვერი დაასუფთავეს
FaceBook
კამპანიას "დავასუფთავოთ დედამიწა" ქუთაისშიც შეუერთდნენ.

აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ უბნებში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერი და ვაჟა–ფშაველას ძეგლთან გორაზე ასასვლელი ტერიტორია გაიწმინდა.

კამპანიაში ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ჩაერთნენ.

"საქართველოში უკვე მე–5 წელია ტარდება დასუფთავების აქცია. წელსაც მას ქალაქის მერია და საკრებულო გამოეხმაურა. ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ არ დავანაგვიანოთ გარემო", – ამბობს ორგანიზაცია "საქართველოს მწანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების" ქუთაისის კოორდინატორი, თეიმურაზ კეპულაძე.

კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა მუხნარის ტყე–პარკი დაასუფთავეს.

გარემოსდაცვითი კამპანიას "დავასუფთავოთ მსოფლიო" საფუძველი 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, ჩაეყარა.

ის მსოფლიოს მრავალი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალაქეებს აერთიანებს.

აქცია ყოველი წლის სექტემბერსა და მაისში ტარდება.




Print