ახალი ამბები
ქუთაისში მოყვარულ მოჭადრაკეთა ტურნირი დაიწყო
FaceBook
მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში ქუთაისის რიგით მე-15 მოყვარულ მოჭადრაკეთა ტურნირი დაიწყო. მასში 70-მდე მონაწილე ჩაერთო, რომლებიც სამ კატეგორიად არიან დაყოფილნი - მოყვარული მოჭადრაკე მამაკაცები, ქალები და პროფესიონალები.


შეჯიბრი 2 დღე გაგრძელდება. ტურნირში გამარჯვებულებს პლაზმური ტელევიზორები, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს საჩუქრად მობილური ტელეფონები გადაეცემათ. ასევე, დაწესებულია სხვადასხვა პრიზი რამდენიმე ნომინაციაში.

"შემართებით ვარ განწყობილი და იმედი მაქვს წარმატებით დავასრულებ ტურნირს," - ამბობს ტურნირის მონაწილე, ლევან გოგაბერიშვილი.

მოყვარულ მოჭადრაკეთა შეჯიბრება ქუთაისში 2003 წლიდან იმართება.
ტურნირი ქალაქის მერიისა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.

რეზი ბურჯანაძე
Print