ახალი ამბები
სლოვაკური კომპანია ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო სტადიონებს ააშენებს
FaceBook
სლოვაკური კომპანია Autokomodex Trnava spol.sro ქუთაისში სამი საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობას იწყებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სლოვაკურ მხარესთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.

უწყების ცნობით, ქუთაისში სამი სტადიონი 2 სხვადასხვა ადგილზე აშენდება, რისთვისაც ქალაქის მერიამ ადგილები უნდა გამოყოს.

სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

ქუთაისთან ერთად, თბილისსა და რუსთავში სულ 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი აშენდება.

პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროს შეადგენს.

2017 წელს საქართველოში რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული და ევროპის 19-წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება.



Print