ახალი ამბები
წყალტუბოში 15 სასტუმროს აღდგენაა დაგეგმილი
FaceBook
წყალტუბოში მიმდინარე წლის ბოლომდე ორი სანატორიუმის რეკოსტრუქციის დაწყება და მაღალი კლასის სასტუმროების მოწყობა იგეგმება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმის "ქვეყნის სივრცითი მოწყობის" პროექტის პრეზენტაციის დროს განმარტა.

მისივე განცხადებით, წყალტუბოს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მსოფლიო ბანკმა 40 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

"წყალტუბო–სპა კურორტის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, კურორტზე 9 თერმული აბანოს და 15 სასტუმროს აღდგენა, ახალი თანამედროვე სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი. სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 750-850 მილიონ აშშ დოლარს", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.



Print