ახალი ამბები
საწურბლიას მღვიმეში ასთმით დაავადებულთათვის სამკურნალო ცენტრი გაიხსნება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებულ საწურბლიას მღვიმეში, ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის, სამკურნალო ცენტრი მოეწყობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამკურნალო ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომი და ადმინისტრაციისთვის შენობა მოეწყობა.

საწურბლიას მღვიმის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 23 500 ლარიანი ტენდერი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს გამოაცხადა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საწურბლიას მღვიმის რეაბილიტაცია ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება.

დაცული ტერიტორიების ააგენტოს ინიციატივით, წყალტუბოში, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები ახალი უსაფრთხოების სისტემებით აღიჭურვება.

ასევე, თერჯოლის მუნიციპალიტეტეში მდებარე ნავენახევის მღვიმეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

Print