ახალი ამბები
სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებში უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება
FaceBook
წყალტუბოში, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები ახალი უსაფრთხოების სისტემებით აღიჭურვება.

კერძოდ, დამონტაჟდება სიგნალიზაცია და სატელეკომუნიკაციო სისტემები, ასევე, განახლდება განათებები.

"არსებობს სპეციალური უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც აუცილებელია არსებობდე ყველა მღვიმეში. სათაფლიის მღვიმე და აღკვეთილის ტერიტორია, ასევე, პრომეთეს მღვიმე უსაფროების სისტემებით აღიჭურვება," - განაცხადა იმერეთის მღვიიმების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაალ კვანტალიანმა.

სათაფლიას მღვიმისა და აღკვეთილის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო, საგანგებო სატელეკომუნიკაციო და განგაშის სისტემების განსათავსებლად და აღსადგენად დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს 123 500 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მღვიმეებში უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი და განახლება თვენახევარში დასრულდება.
Print