ახალი ამბები
კამპანია "დავასუფთაოთ საქართველო“ რეგიონებში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება
FaceBook
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მოსახლეობას საერთაშორისო აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ჩართვისაკენ მოუწოდა.

ეს მოწოდება მან შვედეთის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქთან, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლი ლეინთან და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან ერთად გააკეთა.

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.

კამპანიის მიზანია ადამიანების გაერთიანება ერთი იდეის გარშემო - შეუქმნან საკუთარ შვილებსა და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.

აქცია 2016 წლის 16 სექტემბერს იწყება და სამი დღის განმავლობაში, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდება.

საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის ( UNEP ) თაოსნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააფუძნა.

კამპანიის მოწოდებაა „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა…“.

ღონისძიება საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება.

Print