ახალი ამბები
თერჯოლაში ნავენახევის მღვიმეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტეში მდებარე ნავენახევის მღვიმეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვიმეს ტერიტორიაზე კაფეები, ავტოსადგომი და საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

"მღვიმეს ჩაუტრდება სრული კეთილმოწყობა, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი," - განაცხადა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაალ კვანტალიანმა.

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისთვის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო პროექტისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტომ 31 500 ლარის ღირებულების ტერნდერი მიმდინარე წლის   7 სექტემბერს გამოაცხადა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვიმის რებილიტაცია ელექტორნული შესყიდვის ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება.


 

 

Print