ახალი ამბები
ჩიფსებმა შესაძლოა ასთმა და გულის პრობლემები გამოიწვიოს
FaceBook
პროდუქტის შეფუთვაზე ხშირად შეხვდებით ასო E-ს.
ამ ასოთი საკვები დანამატები აღინიშნება, ანუ ის, რაც ბუნებრივად არ მოიპოვება მოცემული პროდუქტის შემადგენლობაში და დამატებული აქვს გემოს გასაუმჯობესებლად. ასეთი დანამატი ბევრია. ზოგიერთი მათგანი განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ ისინი არცთუ უვნებელია. მაგალითად, E 250-ს - ნატრიუმის ნიტრიტს, რომელიც ხორცის პროდუქტებში გვხვდება, შეუძლია არტერიული წნევის მოშლა. E 621 - ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც ამატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს - იწვევს ასთმას, გულის მუშაობის დარღვევას, თავის ტკივილს. ზოგიერთი E კი საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალურია: E -300 -ჩ ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი. ოღონდ ჭარბად ნურც ამათ მიიღებთ - საშიშია. საზოგადოდ კი, თუ პროდუქტების თვეობით შენახვას არ აპირებთ, უმჯობესია მალფუჭებადი საკვები შეიძინოთ და მალევე გამოიყენოთ.
წყარო:mkurnali.ge
Print