ახალი ამბები
კითხვები დეპუტატობის კანდიდატებს - დისკუსია ქუთაისში
FaceBook

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ქუთაისის ოფისში მოქალაქეებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეხვდნენ.


შეხვედრა NIMD - ის ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ინიციატივით მოეწყო, სადაც საარჩევნო პროგრამა ბლოკი "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებმა წარმოადგინეს.

"კადიდატებზე შეკითხვების ღიად დასმის საშუალება გვაქვს. უკეთესად ვეცნობით მათ, ვისმენთ პარტიების გეგმებსა და დაპირებებს, რაც მართებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგვცემს," - ამბობს სტუდენტი, მირანდა შალამბერიძე.

საარჩვენო ბლოკის ქუთაისის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატის, თემურ ცამციშვილის განმარტებით, დისკუსიის ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები ამომრჩეველთა ინფორმირებულობის კარგი საშუალებაა.

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ამომრჩეველს ნებისმიერ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი," - ამბობს ცამციშვილი.

"პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობობის კანდიდატების თქმით, მათი მიზანია რადიკალური ეკონომიკური რეფორმები, სოციალური დახმარების სისტემის ცვლილება, სექტორული რეფორმები განათლების, ჯანდაცვის, კერძო საკუთრების და სხვა სფეროებში. ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

მათი განმარტებით, საჭიროა სახელმწიფო სისტემის იმგვარად მოწყობა, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურში იქნება.

"შეხვედრის მიზანია, შედგეს კომუნიკაცია მოქალააქეებსა და კანდიდატებს შორის. ამომრჩევლებმა გაიგონ მეტი კონკრეტული სუბიექტების კონკრეტული პროგრამები და მიზნები,"- განმარტავს NIMD - ის ქუთაისის სკოლის კოორდინატორი, ანა შალიკიანი.

მისივე ინფორმაციით, ნიმდი სადისკუსიო ფორმატის შეხვედრებს გაარძელებს, სადაც ყველა პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები მოქალაქეებს შეხვდებიან.





 

Print