ახალი ამბები
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო
FaceBook
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ქუთაისის 38-ვე საჯარო სკოლაში სწავლა სულ 2 851 პირველკლასელმა დაიწყო.

საგანათლებლო რესურცენტრის ცნობით, ქალაქში არსებული საჯარო სკოლები მოსაწავლეებს ახალი ინვენტარით - მერხებით, დაფებით და სახელმძღანელოებით შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, პირველკლასელ მოსწავლეებს საჯარო სკოლაში სასაჩუქრე პორტაბელური კომპიუტერები დაურიგდებათ.

კომპიუტერები საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლებს და მეათე კლასის მოსწავლეებსაც გადაეცემათ, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.

განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი), წარჩინებულებისთვის 2470 და პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის  2530 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს უფასო სახელმძღვანელოებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს, კერძო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე, ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში წელს 22 467 38 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540-ია, ხოლო მთლიანად 509 120 მოსწავლე სწავლობს.

Print