ახალი ამბები
ვეტერან სპორტსმენს ქუთაისის მერიაში იუბილე მიულოცეს
FaceBook
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ვეტერან სპორტსმენ სოსო დიაკონიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.

მას საჩუქრად, "ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელთან" ერთად, 1 000 ლარის ოდენობის თანხა გადაეცა.

შეხვედრას სპორტის სხვადასხვა სახეობის ვეტერანი სპორტსმენებიც ესწრებოდნენ.

"სასიხარულოა, როდესაც გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი მცირედი ღვაწლი და ამას გვიფასებენ," - განაცხადა სოსო დიაკონიძემ.

სპორტის დამსახურებული ოსტატი, სოსო დიაკონიძე საბჭოთა კავშრის ოქროს მედალოსანი და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახლდათ.

ამჟამად კი საქართველოს რაგბის ფედერაციის იმერეთის კოორდინატორია.


რეზი ბურჯანაძე
Print