ახალი ამბები
ქუთაისში მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობის რესტავრაცია მომავალი კვირიდან იწყება
FaceBook
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის რეკონსტრუქცია მომავალი კვირიდან დაიწყება.

ამის შესახებ ობიექტის არქიტექტორი, ანდრო მარჯანიშვილი საუბრობს.

"მომავალ სამშაბათს მოხდება მშენებლობის ნებართვის აღება. უკვე ყველაფერი შეთანხმებულია ძეგლთა დაცვასთან და 22 სექტემბერს დაიწყება რესტავრაცია," - განმარტავს მარჯანიშვილი.

მისი თქმით, რეკოსტრუნქციის შედეგად, თანამედროვედ შესრულებული ფორმებით ძველი ფასადის აღდგენა უნდა მოხდეს.

"განსაკუთრებით რთულად შესასრულებელი ფასადი აქვს, რაც დიდ დროს წაიღებს, თორემ ისე, რამდენიმე თვეში შესასრულებელი სამუშაოებია", – ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.

რუსთაველის #4–ში მდებარე მასწავლებელთა ყოფილი სახლი მერიამ მას შემდეგ გაასხვისა, რაც რამდენიმე წლის წინ შენობა ხანძრის შედეგად დაიწვა და უყურადღებოდ დარჩა.

ობიექტი 2014 წლის ნოემბერში აუქციონის წესით 151 00 ლარად გაიყიდა. მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა "ეიჩპი ჯგუფმა" შეიძინა.



Print