ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი – რუსეთთან საუბრის დაწყება არის აუცილებელი
FaceBook

პოლიტიკური პარტია "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლია გვანეტაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა.


მან არჩევნებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლია გვენეტაძის თქმით, მას საქართველოში არსებული გენდერული ორგნიზაციების მხარდაჭერა არ უგრძვნია.

"მესამედ ვიყრი კენჭს და არასდროს მიგძვნია გენდერული ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, მათგან არანაირი ყურადღება, დახმარება მე არ მიგრძვნია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობაში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოსგან," - განაცხადა ლია გვანეტაძემ.

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ასევე, მის კონკურენტებზე ისაუბრა.

"კონკურენტად არავის მივიჩნევ. ჩემი ერთადერთი კონკურენტი დაბალი სამოქალაქო კულტურაა," - განაცხადა ლია გვენეტაძემ.

მაჟორიტარობის დეპუტატი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო.

"რუსეთთან საუბრის დაწყება არის აუცილებელი, ის არის ანგარიშგასაწევი ქვეყანა და ჩვენ მას ანგარიში უნდა გავუწიოთ," - აღნიშნა ლია გვენეტაძემ.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატი ქუთაისის #47 ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.


 



Print