ახალი ამბები
ქუთაისისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მოწმობები გადაეცათ
FaceBook
ქუთაისში წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა #59-ე საარჩევნო ოლქში კანდიდატის მოწმობები მიიღეს.

ქალაქის მაჟორიტარობის 34 კანდიდატიდან ადგილზე მხოლოდ 20 მათგანი მივიდა.

ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოფესაიშვილმა დეპუტატებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული კანდიდატის დამსახურებაა ამ დრომდე ქალაქში შენარჩუნებული საარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში მიმდინარეობა.

კანდიდატებს ოსეფაიშვილმა დახმარებაც შესთავაზა.

"აქვე გეტყვით, რომ თუკი რომელიმე თქვენთაგანს შეექმნება რაიმე სახის პრობლემა ან მოხდება ზეწოლა, დაგვიკავშირდით თქვენი წარმომადგენლის მეშვეობით", - აღნიშნა ოსეფაიშვილმა კანდიდატებისთვის მოწმობების გადაცემის დროს.

2016 წლის 8 ოტქომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 24 დღე დარჩა.
Print