პოლიტიკა
იყო პატარა უზუსტობა – დაპირისპირება ზესტაფონის გამგებელსა და შალვა კიკნაველიძეს შორის
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილსა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, შალვა კიკნაველიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევას ერთი კვირის წინ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანზაციის ოფისში ჰქონდა ადგილი. მანამდე კი მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებაც იყო.

სააგენტოს ინფორმაციითვე, მხარეებს შორის დაპირისპირება ზესტაფონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ილია კოკაიას გამო მოხდა.

კერძოდ, დავის საგანს საარჩევნო ბილბორდების ქალაქის ტერიტორიაზე გადანაწილება წარმოადგენდა.

"იყო პატარა უზუსტობა. უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის ფასადზე, მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, იყო გაკრული კოკაიას ბილბორდი. თუმცა, ეს გაქირავებული ჰქონდა თეატრის ადმინისტრაციას, მაგრამ ახლა უკვე ჩამოხსნილია და იქ ამ დროისთვის არცერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბილბორდი არ არის განთავსებული. ამბავმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა. ამ ჭორს ბოროტი ენები ავრცელებენ. ჩემსა და კიკნაველიძეს შორის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური დაპირიპირება არ ყოფილა. პირიქით, მასთან ერთად დავდივარ შეხვედრებზე", - ირწმუნება "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ზესტაფონის გამგებელი, ტარიელ თუთარაშვილი.

შემთხვევას არც შალვა კიკნაველიძის საარჩევნო შტაბში ადასტურებენ.

მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ილია კოკაიას, საარჩევნო ფონდში ადასტურებენ, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის და ბილბორდებისთვის ადგილები ზესტაფონში აქტიურად აქვთ ათვისებული.

"თუმცა, ფიზიკური დაპირიპირების ამბვთან დაკავსირებით ჩემის მხრიდან კომენატრის გაკეთება არც სწორი იქნება და მე რომც დაგისდატუროთ მეც რასაც არ შევვსწრებივარ და ჩემი თვალით არ მინახავს ცოტა რთული სათქმელია. ზესტაფონი საკმაოდ პატარა ქალაქია და ბევრი რამე გამიგია და გამიჭირდება თქმა მის სისწორეზე გადაჭრით საუბარი გამიჭირდება", - ამბობს ილია კოკაიას საარჩევნო ფონდის ხელმძღვანელი, სერგო ფუტკარაძე.

ზესტაფონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ამომრჩევლებთან შეხვედრა უშანგის ჩხეიძის სახელობის თეატრში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს ქონდა. სწორედ, ამ დღეს იყო განთავებული შენობის ფასადზე კოკაიას საარჩევნო ბილბორდი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განკარგულება, რომელიც ქალაქის ტეროტორიაზე პოლიტიკური პარტიების სააგიტაცო მასალების განთავსებას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 17 ივლისს მიიღო.






Print