ახალი ამბები
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისთვის ქუთაისის მერია ალაფურშეტს აწყობს
FaceBook
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის ხანდაზმულთა მომსახურების სოციალური ცენტრის ბენეფიციარებისათვის, ქუთაისის მერია ალაფურშეტის მოწყობას გეგმავს.

საამისოდ მერია ელექტრონულ ტენდერს აცხადებს, რომელშიც ორი კომპანია შპს "რამე" და შპს "პიკნიკი" მონაწილეობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 918 ლარს შეადგენს.

ალაფურშეტი საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის ხანდაზმულთა მოსახურების სოციალურ ცენტრში მოეწყობა.

სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია მენიუ და მითითებულია სასმელების ტემპერატურაც, რომელიც შესაბამის ნორმამდე უნდა იყოს გაგრილებული.

დოკუმენტაციაში დაზუსტებულია, რომ საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.

ასევე, აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების გამოყენება,  არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.

Print