ახალი ამბები
შსს საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან პასუხისმგებელ ჯგუფებს ქმნის
FaceBook
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.

ამის შესახებ შს მინისტრმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს ვიდეოხიდის მეშვეობით გააცნო.

"საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას," – აცხადებენ შს სამინისტროში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მინისტრის ბრძანება მიზანად ისახავს არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენას, რაც ბოლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს.

ბრძანებით, ასევე განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები.

მღებრიშვილის მიერ გამოცემული სპეციალური ბრაძანება არჩევენების დღისთვის პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას ითვალისწინებს, მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.




Print