ახალი ამბები
საქართველოს მთავარი პროკურატურა გოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
FaceBook
საქართველოს მთავარი პროკურატურა გოდერძი თევზაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.

"2016 წლის 13 სექტემბერს, პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე, რომელიც ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.

დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პროკურატურა გოდერძი თევზაძეს წარუდგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით," -ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თევზაძეს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს გუშინ ჩაბარდა. იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
Print