ახალი ამბები
პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია 14 სექტემბერს ჩატარდება
FaceBook

პირველ კლასში სწავლის მსურველებისთვის, რომლებმაც დარეგიტრირება ვერ შეძლეს, 2016 წლის 14 სექტემებერს დამატებითი რეგიტრაცია გამოცხადდება.


განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მშობელი ყველა საჭირო საბუთით იმ სკოლაში უნდა გამოცხადდეს, რომელსაც პირველ კლასში თავისუფალი ადგილები აქვს და ბავშვს თავად სკოლა დაარეგისტრირებს.

მათივე განმარტებით, მიმდინარე წლის 14 სეტემბერს მხოლოდ განცხადებისა და დაბადების მოწმობის მიტანაა შესაძლებელი, სხვა საბუთები კი მსურველმა მომდევნო დღეებში შეავსოს.

თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია მშობლებმა ვებგვერდზე catalog.edu.ge უნდა გადაამოწმონ.

რეგისტრაცისთვის მათ უნდა წარადგინონ:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას

დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

 


 

Print