ახალი ამბები
გოგი წულაია – ქუთაისში 4000-მდე ამომრჩეველი ყალბი პასპორტით დადის
FaceBook
"პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის #49-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით, ამომრჩევლები არარსებულ მისამართზე არიან რეგისტრირებული.

მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ცესკო და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაც, მაგრამ რეაგირებას არ ახდენენ.

"ორი თვრამეტსართულინი კორპუსი არის საოლქოს საზღვრებში, რაც ბუნებაში არ არსებობს. ქუთაისში არ არის ასეთი კორპუსები. გარდა ამისა, სახანძროში, ელექტროსადგურში და ასეთ ობიექტებში არის ხალხი რეგისტრირებული. 1000-მდე ოჯახი არის ჰაერში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 4000 ამომრჩეველი ყალბი პასპორტით დადის ქალაქში. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიას გადახედოს საზღვრებს და ამოიღოს სიიდან არარსებული მისამართზე რეგისტრირებული ოჯახები", - აცხადებს წულაია.

მისი თქმით, ქუთაისის საზღვრებში ყალბი რეგისტრაცია 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა და მას შემდეგ ვითარება არ შეცვლილა.

ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში უპასუხეს.

უწყების თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილს განმარტებით, საზღვრების დადგენის ვადები ამ დროისთვის დასრულებულია.

"პარტიებს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ იმისთვის, რომ ამ საკითზე მიემართათ ცესკოსთვის," - განმარტა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

Print