ახალი ამბები
"ზებრა", შუქნიშანი და სიჩქარის შემზღუდველები ქუთაისში წლის ბოლომდე აღარ მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში "ზებრა" გადასასვლელების დახაზვა და სიჩქარის შემზღუდველების დამონტაჟება ქალაქის ქუჩებში დაზიანებულ მონაკვეთებზე გზის საფარის მოწესრიგების შემდეგ განახლდება.

თვითმმართველობის დაქვემდებარებულ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ სიჩქარის შემაკავებლების დამონტაჟება ეტაპობრივად საჭიროების მიხდევით ხდება.

"სიჩქარის შემაკავებლებს იმ მონაკვეთებზე ვამონტაჟებთ, სადაც გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები ან მოსახლეობისგან მოთხოვნაა და საპატრულო პოლიციისგან რეკომენდაცი არის. ზებრა გადასასვლელები განახლდება მას შემდეგ, რაც სრულად მოწესრიგდება ქალაქის ქუჩებში დაზიანებული გზის საფარი,"- განაცხადა "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი მჟავანაძემ.

რაც შეეხება შუქნიშნებს, ქუთაისის მერიისგან მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში მათი დამატება არ იგეგემება.

"ყველა იმ მონაკვეთზე, სადაც აუცილებელი იყო შუქნიშნის დამონტაჟება ან განახლება, უკვე განვახორციელეთ სამუშაოები, ამიტომ უახლოეს მომავალში ახალი შუქნიშნები არ დამონტაჟდება" - აცხადებენ თვითმმართველობაში.

"სპეციალურმა სერვისებმა" ქუთაისში მიმდინარე წელს 97 "ზებრა" გადასასველელი მოაწყო. ქალაქში სულ 350 ცენტრალური ქუჩაა. თუმცა, რამდენ ქუჩაზე არის ზებრა გადასასვლელი ამის სტატისტიკური მონაცემები ორგანიზაციას არ აქვს.

გარდა ამისა, ქუთაისში ორ ადგილზე კონტროლირებადი ღილაკის მქონე შუქნიშნები დამონტაჟდა.









Print