ახალი ამბები
საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უცხოურ სახელმწიფოებში შექმნილი საუბნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

უწყების ცნობით, მსურველებმა საბუთები 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2016 წლის 13 სექტემბრის 18 საათის ჩათვლით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირადად (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.), ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it   უნდა წარადგინონ.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც შემდეგ ინფორმაციას მიუთითებს:

ა) კანდიდატის სახელი, გვარი;
ბ) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა;
გ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მასში უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

განცხადებას, ასევე თან უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

საუბნო საარჩვენო კომისიის წევრად შეიძლება არჩეული/დანიშნული იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
Print