ახალი ამბები
"ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გახდა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, კობა ჟორჟიკაშვილს 38 წლის კახა ჩხეტიანი ჩაანაცვლებს, რასაც საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

"ტორპედოში" აცხადებენ, რომ ჟორჟიკაშვილმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2016 წლის 11 სექტემბერს დატოვა.

მის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში "ტორპედოს" წარუმატებლობა დასახელდა.

როგორც საფეხბურთო კლუბში განმარტეს, მიმდინარე სეზონში გუნდმა ოთხი თამაშიდან ორი წაგებით და 2 ფრედ დაასრულად. შედეგად, ის გათამაშების 4 ტურის დასრულების შემდეგ 2 ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზე იმყოფება.

ასევე, "ტორპედოს" ადმინისტრაციის ცნობით, კობა ჟორჟიკაშვილის შემცვლელის კანდიდატურა კლუბის მფლობელთან, ზაალ ჩაჩავასთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელია. მანამდე ის მარტვილის "მერანში" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

კახა ჩხეტიანი ქუთაისის საფეხბურთო კლუბს რამდენიმე დღეში ჩაიბარებს.

Print