ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე აუქციონი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქში პარკირების ადგილებზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი, რომელიც დღეს გამოცხადდა, 20 აპრილს დასრულდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 274 პარკირების ადგილზე აუქციონი 10 წლიანი ვადით გამოაცხადა, რომლის წლიური გასახდელი თანხა 660 ათას ლარს შეადგენს. ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილები იქნება.
თეკლე მორგოშია
Print