ახალი ამბები
ქუთაისში "კიკვიძის ბაღში" სკამები დაამტვრიეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში "კიკვიძის ბაღი" დაარბიეს. დამტვრეულია სკამები.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, შემთხვევა, 31 მარტს, ღამის 3 საათზე მოხდა. მოსახლეობის თქმით, მოზარდებმა ბაღში 10 სკამი და სანაგვე ურნები გაანადგურეს, რის გამოც, პატრულიც გამოიძახეს, თუმცა მათი მოსვლის დროს ახალგაზრდები გაიქცნენ.

KutaisiPost

KutaisiPost

KutaisiPost


"როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი ასე ანადგურებდეს ყველაფერს, ეს წაროუდგენელია. მთავრობა ისედაც ბევრს არაფერს გვიკეთებს, ესენი კი მოდიან და ყველაფერს ლეწავენ," - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები მურთაზ ჩიხლაძე.
ბაღის წინ მცხოვრებლები მოითხოვენ, მკაცრად გაკონტროლდეს ბაღის ტერიტორია, კამერების საშუალებით.

თათია გუბელაძე
Print