ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულებს არ შეხვდა
FaceBook
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იპოთეკით დაზარალებულებს არ შეხვდა.

ისინი ქვეყნის მთავარ მოქალაქეს ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ ელოდებოდნენ, სადაც ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართვადა.
იპოთეკით დაზარალებულები ყოფილი პრემიერისგან დამხარებას ითხოვდნენ.


"ივანიშვილს აწვდიან მცდარ ინფორმაციას, რომ ჩვენი პრობლემის მოგვარებას 6 მილიარდი სჭირდება. მაშინ როდესაც, იმერეთში ჩვენი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ 6 მილიონი დოლარიც ეყოფა. მას ხალხთან უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია და ავუხსნით დეტალურად ყველაფერს. ჩვენ მოვითხოვთ მასთან შეხვედრას," - განაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა, დარეჯან სულაქველიძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და იმერეთში რეგიონალური მედიის ჟურანლისტებს შეხვდა.
Print