ახალი ამბები
12-15 სექტემბერს ქუთაისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეეზღუდება
FaceBook
ქუთაისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ქვესადგურში "სათაფლია" ფიდერებზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც დენის მიწოდება შეიზღუდება.

კომპანია აღნიშმულ სამუშაოებს მიმდინარე წლის 12-დან 15 სექტემბრის ჩათვლით აწარმოებს.

შესაბამისად, ამ დღეებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ უბნებს:

• 12 სექტემბერს ფიდერი "იაზონი" – 11:00-14:00 სთ;

• 12 სექტემბერს ფიდერი "ბავშვთა საავადმყოფო" – 14:00-17:00 სთ. შერვაშიძის ქ.

• 13 სექტემბერს ფიდერი "სამხატვრო" – 11:00-14:00 სთ; სოფელი ბანოჯა.

• 13 სექტემბერს ფიდერი "55" – 14:00-17:00 სთ. • 14 სექტემბერს ფიდერი "N8-1" – 11:00-14:00 სთ; ირ. აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრორაიონი (ნაწ.).

• 14 სექტემბერს ფიდერი "N8-2" – 14:00-17:00 სთ; ირ. აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო (ნაწ.), შარტავას ქ.

• 15 სექტემბერს ფიდერი "N8-3" – 11:00-14:00 სთ;

• 15 სექტემბერს ფიდერი "130" – 14:00-17:00 სთ; ბუხაიძის, გამარჯვების, ზ. გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის ქ. ბუხაიძის მე-2 მიკრორაიონი (ნაწ.).

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური სამუშაოები ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში სისტემატურად ტარდება, რომელთა დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.



Print