ახალი ამბები
"ხალხთან უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია" - ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედარას ითხოვენ. ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრს მესხიშვილის თეატრის წინ ელოდებიან, სადაც მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

"ივანიშვილს აწვდიან მცდარ ინფორმაციას, რომ ჩვენი პრობლემის მოგვარებას 6 მილიარდი სჭირდება. მაშინ როდესაც , იმერეთში ჩვენი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ 6 მილიონი დოლარიც ეყოფა. მას ხალხთან უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია და ავუხსნით დეტალურად ყველაფერს. ჩვენ მოვითხოვთ მასთან შეხვედრას " - განაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა დარეჯან სულაქველიძემ.

მესხიშვილის თეატრის წინ იპოთეკით დაზარალებულების გარდა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ის ამდროისთვის იმერეთში რეგიონალური მედიის ჟურანლსიტებს ხვდება.
Print