ახალი ამბები
" ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ასეთი უნივერსიტეტის მშენებლობა დაფუძნდა"
FaceBook
ქუთაისში, მუხნარის  მიმდებარე ტერიტორიაზე,  საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის  პრეზენტაციას ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

"ილიას მკვლელობიდან 109 წელიწადი გავიდა და ძალიან სიმბოლურია,  რომ დღეს ასეთი უნივერსიტეტის მშენებლობა დაფუძნდა. ამავდროულდ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას,  რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ სამედიცონო კორპუსის მშენებლობა თბლისში. ეს ორივე ერთად საფუძველი იქნება იმისათვის, რომ მეცნიერება და განათლება აღორძინდეს", – განაცხდა  ბიძინა ივანიშვილმა.

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი მეუღლესთან ერთად დაესწრო.  პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრათა კაბინეტის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პრეზენტაციას ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრო.

პროექტის მიხედვით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი და ის დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი გახდება.  ინსტისტუტი პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს. 

უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი მეგაკოლპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ის სახელმწიფო დაწესებულება იქნება.

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდი ევრო მოხმარდება, რასაც სრულად დააფინანსებს ფონდი "ქართუ".


Print