ახალი ამბები
თამარ კორძაია - როცა მედია თვლის, რომ უნდა მართოს ადამიანები, ის უკვე ცდება
FaceBook
"მედიამ უნდა ეცადოს მოიპოვოს ნდობა, რომელიც აკლია საზოგადოებისგან"
- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა თამარ კორძაიამ ქუთაისში, ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ საჯარო ლექციაზე ისაუბრა.
ახალგაზრდული ცენტრის მოწვევით, დეპუტატის ლექცია მედია სკოლაში გაიმართა.
დეპუტატმა სტუდენტებთან ადამიანის უფლებებზე და გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა, რის შემდეგაც მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
"როცა მედია თვლის რომ ის, მართლა მეოთხე ხელისუფლებაა, უნდა მართოს ადამიანები და შექმნას საზოგადოებრივი აზრი, ის უკვე ცდება და ვერ მოიპოვებს ადამიანთა ნდობას. მედიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგებაზე მედიამ უნდა იზრუნოს," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ხატია ბანძელაძე
Print