ახალი ამბები
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს
FaceBook
ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურით აგებული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება, რომელიც სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი და ის დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი გახდება.

უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი მეგაკოლპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ის სახელმწიფო დაწესებულება იქნება.

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდი ევრო მოხმარდება, რასაც სრულად დააფინანსებს ფონდი "ქართუ".

პროექტის  პრეზენტაცია ქუთაისში, მუხნარის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 სექტემბერს შედგება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

Print