ახალი ამბები
16 ლიფტის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია 206 016 ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისში ლიფეტების რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული შესყიდვის ღირებულება 206 016 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში სულ 16 ლიფტს ჩაუტარდება.

ზ. ჭავჭავაძის ქუჩა N 18, ხარებავას ქუჩა N 6, ირ. აბაშიძის გამზირი N 1, ჟიული შარტავას ქუჩა N 2/40,
სულხან-საბას გამზირი N 25, სულხან-საბას გამზირი N 25, სულხან-საბას გამზირი N49, სულხან საბას გამზირი N 53, სულხან-საბას გამზირი N 59, სულხან-საბას გამზირი N 69, ნიკეას ქუჩა მე-2 შეს. N 16, მაისურაძის ქუჩა N 1, გრ. აბაშიძის ქუჩა N 4, ჩორგოლიანის ქუჩა N 3 – ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც ლიფტების რეაბილიტაცია მოხდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 50 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

Print