ახალი ამბები
"ლეიბორისტების" კანდიდატების წარდგენა -ქუთაისისთვის მთავარი პრობლემა კორუმპირებული ხელისუფლების შეცვლაა
FaceBook
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

# 48 ოლქში გამარჯვებისთვის ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი სამსონ გუგავა იბრძოლებს, ხოლო # 49 ოლქში ირაკლი კიკვაძე.

კანდიდატები პარტიის ლიდერმა,  შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.

"დღეს ქუთაისისთვის უმთავრესი პრობლემა არის კორუმპირებული, ანტიეროვნული ხელისუფლების შეცვლა და ხალხზე მოფიქრალი მთავრობის მოსვლა. ეს პროცესი უნდა დაიწყოს სწორედ აქ და თუ ამას შევძლებთ, პრობლემას გადაწყდება მთელ საქართველოში",-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღესვე, "ლეიბორისტებმა" თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად მერაბ ჭუმბურიძე დაასახელეს.

Print