ახალი ამბები
საპოლიციო კონტროლის შედეგად შსს-მ 61 პირი დააკავა
FaceBook
2016 წლის 6-8 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, შსს-მ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის 30 პირი დააკავა.

ამასთანავე, განხორციელებული მოქმედებების შედეგად გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 59 ფაქტი.

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და მოხმარების 100 შემთხვევა.

საპოლიციო კონტროლის შედეგად ასევე გამოვლენილია ქურდობის -20, ოჯახური ძალადობის - 4, ცემის - 2, ძალადობის - 2, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის - 1, წვრილმანი ხულიგნობის - 31 და ცივი იარაღის ტარების - 29 ფაქტი.

უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

Print