ახალი ამბები
"ლეიბორისტები" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს დაასახელებენ
FaceBook
"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობას დღეს დაასახელებს.

მათ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წარადგენს.

"ლეიბორისტებიდან" ქუთაისს სავარუდოდ ორი კანდიდატი ეყოლება. უკვე ცნობილია, რომ # 48-ე ოლქში მაჟორიტარობისთვის ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი სამსონ გუგავა იბრძოლებს.

ქუთაისთან ერთად, შალვა ნათელაშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მსურველთა ვინაობასაც დაასახელებს.

წარდგენა ქუთაისში ე.წ "მონ პლაზირის" ტერიტორიაზე დღის 15:00 საათზე შედგება.


Print