ახალი ამბები
მწვანე ქალაქი - წყალტუბოში კამპანია იწყება
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი შეაფასა და 10 დღიანი ღონისძიებების ციკლი დააანონსა.

"ღონისძიების მიზანია წყალტუბოს, როგორც ტურისტული და ბალნეოლოგიური ცენტრის პოტენციალის ჩვენება საზოგადოების ფართო სპექტრისთვის" -ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ის ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდება.

"გაიმართება ბიზნეს ფორუმი და თითოეულ შეხვედრაზე წარმოჩენილი იქნება თუ რატომ არის წყალტუბო კარგი ადგილი ინვესტიციის ჩადებისთვის," - განაცხადა ზურაბიანმა.

მან, ასევე, კამპანია "მწვანე ქალაქი"-ს დაწყებაზე ისაუბრა, რომლის მიზანია ეკოლოგიური განათლების კუთხით ხელი შეეწყოს გარემოს დაცვასა და ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების დასრულებისთანავე, 20 სექტემბრიდან მოსახლეობასთან შეხვედრების მე-2 ეტაპი გაგრძელდება.
Print