ახალი ამბები
ბაღდათის ყოფილი გამგებელი 230 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა
FaceBook
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე გათავისუფლებულია. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 230 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"ჩვენ გირაოს სახით შევთავაზეთ იმ ოდენობის თანხა, რამდენის გაფლანგვასაც ედავებიან. ამის გადახდისთვის კი სასამართლომ ორკვირიანი ვადა მოგვცა", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გეგეშიძის ადვოკატი, კახაბერ წერეთელი.

ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილიდან პატიმრობაში იმყოფება.

დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.



ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა



Print