ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლებს შემოწირულობებისთვის ელექტრონულ ფორმატს სთავაზობს
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლებს შემოწირულობების ელექტრონული ფორმატით სარგებლობას სთავაზობს.

ამ საკითხზე პარტიის წევრმა, სერგი კაპანაძემ ქუთაისში ისაუბრა.

"დასავლეთის ქვეყნებში ეს აპრობირებული მეთოდია, სადაც პარტიის მხარდაჭერებს შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენებით მცირე დონაციები, გადარიცხვები მისცენ პარტიას. ასეთი კულტურა საქართველოში არ არსებობს და ეს ყველაფერი ჩუმად ხორციელდება. მსგავსი მეთოდი დანერგილია კერძო ბიზნესში, მაგრამ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, არ არსებობს"–ამბობს სერგი კაპანაძე.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, მათ ეს მეთოდი უკვე დანერგეს.


Print