ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში მაგისტრანტების რეგისტრაცია იწყება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების წარდგენა 2016 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

წარმოსადგენი საბუთების ნუსხაში შედის:

2 ფერადი ფოტოსურათი 3/4–ზე, პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედანის წარდგენით.

სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათავის აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისივე დედანით.

საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და მისი დანართის ასლები მათივე დედნების წარდგენით. მიმდინარე წლის კურსადმთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შესახებ ნიშნების ფურცელთან ერთად, სამაგისტრო საგამოცდო ბარათი.

უცხოენოვან სამაგსიტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაზე სწავლების შესაბამისი ენის ბ 2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, აწსუ ენათა კურსების სერტიფიკატი. 

მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 30 ლარის გადახდის ქვითარი. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ორ გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე – 50 ლარის გადახდის ქვითარი.

Print