ახალი ამბები
ჭიათურაში გამგებლის პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის  გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია დასრულებულია.

"ქართული ოცნება"- ზურაბ კუპატაძე, ჭიათურის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, "რესპუბლიკური პარტია" - მურმან ბარათაშვილი, "პატრიოტთა ალიანსი" - კონსტანტინე ქვარიანი და საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კაპანაძე - სწორედ, ეს კანდიდატები იბრძოლებენ ჭიათურაში გამგებლის პოსტის მოსაპოვებლად.

"ჩვენი პარტიის შეთანხმება იყო, რომ არ წარგვედგინა კანდიდატურა გამგებლის პოტსზე", - განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევების ჩატარება უკვე ყოფილი გამგებლის, სულხან მახათაძის მაჟორიტარი დეპუტატის კანადიდატად წარდგენამ გამოიწვია. მახათაძე საპარლამენტო არჩევნებში ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" ქვოტით იბრძოლებს.

იმერეთის რეგიონში შუალედური არჩევნები ხარაგაუალშიც ჩატარდება.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. მორგი არჩევნები კი მომავალი წლის ოქტომებრში უნდა გაიმართოს.


Print